კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: რონალდუს მომხრეებს პატივს ვცემ, თუმცა მესისთან ახლოსაც ვერავინ მივა

უეინ რუნიმ მესისა და რონალდუს შედარებაზე ისაუბრა. ასევე ორივე მათგანსა და სხვა მოთამაშეებს შორის სხვაობასაც გაუსვა ხაზი.

„2012 წელს ტვიტერზე დავწერე: მესი საუკეთესოა ვისაც ოდესმე უთამაშია“. როცა დავინახე, რომ ის არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისკენ მიუძღოდა, რა მასტერკლასიც მან ხორვატიასთან გვიჩვენა - შემდეგ მე დავწერე: „არაფერი შეცვლილა“.

ზოგიერთმა ეს რონალდუზე თავდასხმად მიიღო, მაგრამ რაც მე ვთქვი ეს მხოლოდ სიმართლეა და სხვა არაფერი. მე დიდ პატივს ვცემ კრიშტიანუს და როდესაც ხალხი ამბობს, რომ ის საუკეთესოა, მე ვიცი, საიდანაც გამომდინარე ამბობენ ამას და პატივს ვცემ ამ აზრს. მაგრამ ჩემთვის მესი სულ სხვაა.

მესის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე და ვიცი მისი უნარი ბურთის მიღებისა და დაჭერის, თამაშის კონტროლის, მეტოქესთან მისვლის, პასის და გატანის, მატჩების შედეგზე ზემოქმედების...

უბრალოდ შეუძლებელია მასთან მიახლოება. ის ყოველთვის აკონტროლებს. თუ ბურთი მის ფეხებთან არის, ის წყვეტს ყველაფერს, მათ შორის მოწინააღმდეგის გადაწყვეტილებებსაც. ადვილი არ არის, იყო მისი მოწინააღმდეგე.

გინდა წახვიდე და დაიჭირო ის, მაგრამ თუ ამას გააკეთებ, ბურთს ვერ მოიპოვებ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ დარტყმა, როდესაც ის ბურთით პირდაპირ თქვენკენ მოდის, მაგრამ, როგორც წესი, მისთვის ბურთის ართმევა არ შეგიძლიათ. შენ მასზე დიდი ხარ, მაგრამ შენს ძალას მის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებ - ჩავი და ინიესტაც მსგავსები იყვნენ.

როცა მესი საჯარიმოს უახლოვდება, გეშინია მას ფეხის დაუდო, რადგან მას შეუძლია გაგცდეს და სახიფათო ზონაში ჯარიმას ან პენალტის დარტყმის უფლებას მიიღებს. და არის მომენტები, როდესაც ის ელოდება, არაფერს აკეთებს და სანამ რამეს მიხვდები, ის გოლებს იტანს.

განსხვავება მესის და თითქმის ნებისმიერ სხვა მოთამაშეს შორის, რომელიც დრიბლინგს აკეთებს, არის ის, რომ ლეო ყოველთვის მოძრაობს. ის ბურთით თითქმის არასდროს ჩერდება. მიდის წინ, თუ გზა გადაკეტილია, ის პასს აკეთებს, რომ შემდეგ ბურთი უკან მიიღოს.

მის წინააღმდეგ თამაშში იმდენი ენერგია უნდა დახარჯო, ეს მომაბეზრებელია. ის გჩაგრავს მანამ, სანამ ეს მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი გახდება“,

- ამბობს რუნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
440 მილიონი - როგორ განაწილდა მუნდიალის საპრიზო ფონდი
440 მილიონი - როგორ განაწილდა მუნდიალის საპრიზო ფონდი