ანტუან გრიზმანი, კატარი 2022
Aa
Aa

გრიზმანი: არგენტინის მსგავს გუნდთან თამაში რთულია

ანტუან გრიზმანმა არგენტინასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„ნებისმიერი გუნდი, რომელსაც ჰყავს მესი, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის თითქმის ყველა მატჩი ვნახეთ. ვიცით, როგორ თამაშობენ. ასეთ გუნდთან თამაში რთულია, ისინი ახლა ტოპ ფორმაში არიან.

რა თქმა უნდა, მხოლოდ მესი არ არის. მას გარშემო ძლიერი გუნდი ჰყავს, ამიტომ ვიცით, რომ რთული თამაში გველის. ვიცით, რომ მათ გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა ექნებათ.

ჩვენ დავუბრუნდებით მუშაობას, ამაზე ვისაუბრებთ, ვნახოთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორ დავაზარალოთ ისინი, როგორ დავიცვათ თავი. ჩვენ კარგად მოვემზადებით“,

- განაცხადა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი კვირას, 18 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპე იმისთვისაც კი არ გამოდგება, რომ მესის ბუცებზე თასმები შეუკრას“
„მბაპე იმისთვისაც კი არ გამოდგება, რომ მესის ბუცებზე თასმები შეუკრას“