კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალია, მაროკო
Aa
Aa

“მაროკო - აფრიკის სიამაყე“ - უცხოური მედიის გამოხმაურება

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მაროკოს ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ვალიდ რეგრაგი გახდა პირველი აფრიკელი მწვრთნელი, რომელიც მუნდიალის ამ ეტაპზე იასპარეზებს.

რა თქმა უნდა, როდესაც საფეხბურთო სამყაროში ასეთი სენსაცია ხდება, ავტორიტეტული გამოცემები საინტერესო „ჰედლაინებით“ ეხმაურებიან. გამონაკლისი არც დღევანდელი შემთხვევაა.

AS: „მაროკო - აფრიკის სიამაყე“

ბლიჩერი: „რონალდუს მსოფლიო თასზე ოცნება მაროკომ დაასრულა“

MARCA: „მაროკომ აფრიკისთვის ისტორია დაწერა და რონალდუ მუნდიალის გარეშე დატოვა.“

მატჩის დასრულების შემდეგ, სპორტულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ ცრემლიანი ტოვებს სტადიონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები