ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კრისტალ პალასი, ჯოელ უორდი
Aa
Aa

„ბრწყინვალე თვისებები აქვს“ - ჯოელ უორდი კვარაცხელიაზე

„კრისტალ პალასის“ მცველის, ჯოელ უორდის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. 33 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა ქართველის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: 

„კვარაცხელია? მას ბრწყინვალე თვისებები აქვს. ცხადია, რომ მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, სერია ა-ს ლიდერის წინააღმდეგ თამაში ჩვენი მდგომარეობის გამოცდის შესაძლებლობაა ძალიან კარგი მოთამაშეების წინააღმდეგ“.

ჯოელ უორდი რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს. დიდი ალბათობით, „ნაპოლისთან“ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიხილავთ და ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალება უპირველესად მისი მოვალეობა იქნება.

„კრისტალ პალასი“ - „ნაპოლის“ ამხანაგური შეხვედრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზეა და ანთალიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. პირველ ამხანაგურ მატჩში ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ანთალიასპორი“ დაამარცხა (2:3). ამ მატჩში ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, სასტარტოში ითამაშა, შესვენებისას შეცვალეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში