დალიჩი: „მთავარ ფავორიტს მოვუგეთ, ეს გამარჯვება ხორვატი ხალხისთვისაა“
Aa
Aa

დალიჩი: „მთავარ ფავორიტს მოვუგეთ, ეს გამარჯვება ხორვატი ხალხისთვისაა“

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა ბრაზილიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. დალიჩმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ასპარეზობას გამოთიშა.

„ეს გამარჯვება ხორვატი ხალხისთვისაა! შემდეგ ეტაპზე გასვლა გვჭირდებოდა და ბიჭები საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. პირველიდან ბოლო წუთამდე ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტი გამოვთიშეთ. ხორვატია სწორედ ესაა! სიამაყე, თავდადება, რწმენა, პატრიოტიზმი! ეს დასასრული არაა და წინსვლას აუცილებლად გავაგრძელებთ.

ეს თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა და ყველა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვისაც ერთი წუთიც არ უთამაშიათ, რადგან ისინი ამ ეროვნული ნაკრებისთვის ცოცხლობენ. დაე, ყველა ხორვატმა ისიამოვნოს და ეს გამარჯვება იზეიმოს! ვაჩვენეთ, რომ ხორვატიას გამარჯვების მოპოვება შეუძლია, ვაჩვენეთ, რომ ჩვენი არდაფასება არ შეიძლება და სიგიჟეა ნახევარფინალში მეორედ რომ გავედით. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრების მეტოქე ამ წუთებში ირკვევა და ფინალისთვის ბრძოლას არგენტინის ან ნიდერლანდების ეროვნული გუნდი გააგრძელებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში
    პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - ორი ქართველი ტოპ 4-ში