გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

„საფრანგეთისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია“ - რა თქვა საუთგეიტმა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა საფრანგეთთან გასამართ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „სამი ლომის“ თავკაცმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა, ინგლისელთა გულშემატკივრებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქოს.

„გვჯერა, რომ შეგვიძლია, საფრანგეთს პრობლემები შევუქმნათ და ჩვენი მიზანი სწორედ ესაა. იმ გზაზე სვლა უნდა განვაგრძოთ, რომელიც ავირჩიეთ და მიმართულების შეცვლა საჭირო არაა. ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ, მაგრამ საფრანგეთთან სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად მოგვიწევს, ყველაფერი უკეთ გავაკეთოთ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ყველა დეტალი იდეალურთან ახლოს იყო. შეუძლებელია, იდეალურად იმოქმედო, მაგრამ მასთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მივიდეთ. დიდი გუნდები დავამარცხეთ და გვაქვს გამოცდილება ისეთ მატჩებში თამაშისა, რომლებსაც უდიდესი წნეხი ახლავს. ასეთ სიტუაციებში ამტანობა გამოვიჩინეთ და ბიჭები ასეთი საღამოებისთვის მზად არიან. ეს მატჩები მილიონობით ადამიანს ერთად კრავს და გვინდა, გულშემატკივრებს კიდევ ერთი საღამო ვაჩუქოთ, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირებას ხვალ ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოზილი: არ მესმის საიდან მოდის ამხელა ნეგატივი  რონალდუს მისამართით
იოზილი: არ მესმის საიდან მოდის ამხელა ნეგატივი რონალდუს მისამართით