ლუის ენრიკე, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

წასვლა არ სურდა და ახალ კონტრაქტს ელოდა - Cadena SER ლუის ენრიკეზე

Cadena SER-ის ინფორმაციით, კატარი 2022-ის მუნდიალის მერვედფინალში მარცხის შემდეგ ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება არ სურდა. ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ენრიკე ახალი წინადადების მიღების მოლოდინში იყო, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელებმა ამგვარი გადაწყვეტილება არ მიიღეს.

მაროკოსთან მარცხის შემდეგ ენრიკემ განაცხადა, რომ ფედერაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესსა და სპორტულ დირექტორს, ფრანჩისკო მოლინას უნდა შეხვედროდა. გადაწყვეტილებას მათთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდა, თუმცა ენრიკემ პოსტი ისე დატოვა, აღნიშნული შეხვედრა არ შემდგარა.

შეგახსენებთ, ფედერაციის სპორტულმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტს გადასცა მოხსენება, რომელშიც დგინდება, რომ ესპანეთის ნაკრებში ახალი პროექტია დასაწყები, რაც ლუის ენრიკეს დროს დაწყებული პროგრესის გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს. ლუის ენრიკეს და მის სტაფს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს. 

ლუის ენრიკემ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

„ეს ყველაფერი ოთხი წლის წინ დაიწყო და დრო ძალიან სწრაფად გაფრინდა. შემიძლია მხოლოდ მადლობელი ვიყო მათ მიმართ, ვინც ამ თანამდებობაზე ორჯერ დამნიშნა. მადლობა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ყველა თანამშრომელს. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სამაგალითოდ მოიქცნენ და ჩვენი იდეის ერთგულნი იყვნენ.

ბოდიში, უკეთესად ვერ დაგეხმარეთ. ასევე მადლობა ყველა ასისტენტს, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ, რათა დახმარება გაეწიათ ფეხბურთელებისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის ყველაფერში, რაც მათ სჭირდებათ. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი.

და ბოლოს, დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ, განსაკუთრებით ყველაზე რთულ დროს. დროა დაგემშვიდობოთ. გუნდს ყველაფერში მხარდაჭერა სჭირდება, რათა ლუის დე ლა ფუენტემ მიაღწიოს ყველაფერს, რაც მხედველობაში აქვს. ყველაფერი საუკეთესო. მადლობა!".

ლუის ენრიკეს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ლუის დე ლა ფუენტე შეცვლის, რომელსაც ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
A Bola: „რონალდუ მაროკოსთან სკამზე იჯდება, მას კვლავ რამუში შეცვლის“
A Bola: „რონალდუ მაროკოსთან სკამზე იჯდება, მას კვლავ რამუში შეცვლის“