მსოფლიო ჩემპიონატი, ჯანი ინფანტინო, კატარი 2022
Aa
Aa

ინფანტინო: “ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი იყო“

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. ერთ-ერთი ასეთი კი FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოა.

რა თქვა ინფანტინომ?

„აბსოლუტურად ყველა მატჩი ვნახე. სრული სერიოზულობით ვამბობ, კატარში ჩატარებული ჯგუფური ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო იყო. ეს კი იმის პერსპექტივას იძლევა, რომ წინ საოცარი დაპირისპირებები გველოდება.

გარდა ამისა, დოჰას ქუჩებში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ტრიალებს. ყველა ერთად თავიანთ ნაკრებებს უჭერენ მხარს. ფანტასტიკური ატმოსფერო, ბრწყინვალე გოლები, წარმოუდგენელი ემოცია და რამდენიმე სიურპრიზი.. დარწმუნებული ვარ, ფინალს მინიმუმ 5 მილიარდი ადამიანი მიადევნებს თვალს.“

შეგახსენებთ, რომ ახლა მუნდიალზე მეოთხედფინალური სტადიის დროა. არგენტინა ნიდერლანდებს შეხვდება, ბრაზილია ხორვატიას, პორტუგალია მაროკოს, ხოლო მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ინგლისს. ცნობისთვის, მეოთხედფინალური დაპირისპირებები 9 და 10 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში
რონალდუს გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა - რა ხდება პორტუგალიის ნაკრებში