პორტუგალია, გონსალო რამოში
Aa
Aa

“მატჩის წინ კრიშტიანუ მესაუბრა“ - რამოში შვეიცარიის განადგურების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალია შვეიცარიას დაუპირისპირდა და 5:1 გაანადგურა. ფერნანდუ სანტუშმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. მთავარმა მწვრთნელმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მის ნაცვლად შანსი გონსალო რამოშს მისცა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, 21 წლის შემტევმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა რამოშმა?

„ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ემოციებში ვარ და ყველაზე ბედნიერი დღე მაქვს. ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და კონცენტრაცია შემდეგ მატჩზე მოვახდინოთ. არ ვფიქრობ ვითამაშებ, თუ არა შემდეგ მატჩში. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ნებისმიერ შემთხვევაში, სანტუშის მადლობელი ვარ, მაგრამ ჩემი საქმე არ არის ვის ათამაშებს ის. ვალდებული ვარ ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო. თამაშზეც და ვარჯიშზეც. კრიშტიანუ რონალდუ მატჩის წინ მესაუბრა და ამ საუბარმა შესანიშნავად ჩაიარა.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები მეოთხედფინალში მაროკოს დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად, პენალტების სერიაში ესპანეთი გამოთიშა ასპარეზობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ესპანეთი ისე მოკვდა, როგორც რუსეთში“ - უცხოური მედიის გამოხმაურება
“ესპანეთი ისე მოკვდა, როგორც რუსეთში“ - უცხოური მედიის გამოხმაურება