ლიონელ მესი, ფრენკი დე იონგი, არგენტინა, ნიდერლანდები
Aa
Aa

დე იონგი: “წარმოდგენა არ მაქვს როგორ გავაჩერო მესი“

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ფრენკი დე იონგი თავის ყოფილი თანაგუნდელის ლეო მესის წინააღმდეგ ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით, ბარსას ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დე იონგმა?

„წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა შევაჩერო მესი. მას კარგად ვიცნობ, მაგრამ ამ საკითხზე არასდროს მიფიქრია. ლიონელი 15 წელია სხვა ფეხბურთელებთან განსხვავებას ქმნის. მისი შეჩერების კონკრეტული ერთი გზა არ არსებობს. მე მას ვარჯიშებზეც ვერაფერს ვუხერხებდი.

ის გუნდურად უნდა გავაჩეროთ. ერთმანეთთან ჯერჯერობით ტელეფონით და ტექსტური შეტყობინებებით არ გვილაპარაკია. ამას არც ვაპირებ. ჩვენ ერთმანეთს პარასკევს შევხვდებით.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და არგენტინის დაპირისპირება 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიული წელი ჰქონდათ, ბევრი გამოწვევით, რომელიც დაძლიეს“ - Planet Rugby-ის სტატია ბორჯღალოსნებზე
„ისტორიული წელი ჰქონდათ, ბევრი გამოწვევით, რომელიც დაძლიეს“ - Planet Rugby-ის სტატია ბორჯღალოსნებზე