იაპონია, ხორვატია
Aa
Aa

“ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია“ - ლივაკოვიჩი მატჩის შემდეგ

ხორვატიამ იაპონია პენალტების სერიაში დაამარცხა. მთავარი გმირი კი ლივაკოვიჩი იყო, რომელმაც სამი პენალტი მოიგერია. მატჩის დასრულების შემდეგ, 27 წლის მეკარემ ემოციური კომენტარი გააკეთა.

ლივაკოვიჩი:

„თავს დიდებულად ვგრძნობ, მაგრამ არა ჩემს გამო!! საოცარი ატმოსფერო იყო და ხორვატიის გულშემატკივრების გახარება ჩემი მთავარი პრიორიტეტია. ეს გამომივიდა და ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.

იაპონელები ყველაფრისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ჩვენც მზად ვიყავით. ყველაზე რთული 120 წუთი ვითამაშეთ. ეს შესანიშნავი გრძნობაა. რა თქმა უნდა, ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება, რადგან კარიერის საუკეთესო მომენტია.“

ცნობისთვის, დომინიკი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მესამე მეკარე, რომელმაც ერთ მატჩში სამი პენალტი მოიგერია. პირველად ეს რიკარდომ 2006 წლის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გააკეთა, ხოლო მეორედ ასევე ხორვატმა სუბაშიჩმა დანიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“
ფერდინანდი: “ინგლისის ბირთვი საფრანგეთისას ჯობს“