ჩესლავ მიხნევიჩი, არგენტინა, პოლონეთი
Aa
Aa

მიხნევიჩი: “არგენტინა მომენტებს ჩვენი შეცდომებით ქმნიდა“

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მატჩები. არგენტინამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. წაგების მიუხედავად, შემდეგი ეტაპის საგზური პოლონეთმაც გაინაღდა. მატჩის შემდეგ, ჩესლავ მიხნევიჩმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მიხნევიჩმა?

„ძალიან ვინერვიულე. მატჩი წავაგეთ და სხვის იმედად ვიყავით. საბოლოოდ, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო შემდეგ ეტაპზე გავედით და ეს დამსახურებულია. პოლონეთის ნაკრები განვითარების პროცესშია. მერვედფინალში გასვლა მიხარია, მაგრამ ვწუხვარ დღევანდელი წაგების გამო.

პირველ ტაიმში არგენტინას ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა და ეს ჩვენი შეცდომების დამსახურებაა. ბურთს ცუდად ვიღებდით, ვერ ვინარჩუნებდით და შედეგიც მივიღეთ. მიუხედავად ამისა, დღეს მაინც ბედნიერი ვარ. მეორე ტაიმში, ადრე გაშვებულმა გოლმა ჩვენი გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. იმედი მქონდა, რომ ფლანგებიდან შევუტევდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.“

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს მექსიკასაც, თუმცა მერვედფინალში მიხნიევიჩის შეგირდები გავიდნენ, სადაც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს საფრანგეთს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა
ტრავმა სერიოზულია - მენდეშისთვის მუნდიალი დასრულდა