ავსტრალია, გრემ არნოლდი
Aa
Aa

ავსტრალიის მწვრთნელი: “თამაშის წინ, ფეხბურთელებს თვალებში ჩავხედე“

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ავსტრალია დანიას დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-60 წუთზე ლეკიემ გაიტანა. ამ გამარჯვებით ავსტრალია მუნდიალის მერვედფინალში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გრეჰემ არნოლდმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არნოლდმა?

„ბიჭების ძალისხმევით და თამაშით ამაყი ვარ. იყო მომენტები, როდესაც ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა საოცარი სულისკვეთება გამოავლინეს და საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ამ შედეგამდე რწმენამ და უდიდესმა შრომისმოყვარეობამ მოგვიყვანა.

რწმენის, ენერგიის და ფოკუსირების გარშემო ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვვარჯიშობდით. ეს ბიჭები დიდი აზროვნებით გამოირჩევიან. მატჩის წინ, თითოეულს თვალებში ჩავხედე და დავინახე, რომ ისინი ყველაფრისთვის მზად იყვნენ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი წარმატება უხარია.“

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები მერვედფინალში D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნულ ჯგუფში არგენტინა, პოლონეთი, მექსიკა და საუდის არაბეთი იმყოფებიან.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2026 წლის მუნდიალზე - 3-გუნდიანი ჯგუფები და პენალტების სერია
2026 წლის მუნდიალზე - 3-გუნდიანი ჯგუფები და პენალტების სერია