ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრები, მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

დაპირისპირება პოლიციასთან - ბელგიის მარცხს ბრიუსელში მასშტაბური არეულობა მოჰყვა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში, ბელგიისა და მაროკოს ნაკრებების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თავდაპირველად, ვითარება პირველი ტაიმის მიწურულს, ჰაკიმ ზიეჩის გაუქმებული გოლის შემდეგ დაიძაბა. ბრიუსელის ცენტრში შეკრებილმა მაროკოს გულშემატკივრებმა საყვარელი ნაკრების გოლი ემოციურად აღნიშნეს, რამაც ბელგიელი ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია. სიტუაცია განსაკუთრებულად მას შემდეგ დამძიმდა, რაც მაროკომ მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანა და ბელგიელთა მარცხი გარდაუვალი გახდა.

თავდაპირველად გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი კონფლიქტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საპასუხოდ, სამართალდამცველებს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოუწია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ასეულს აღწევს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ გულშემატკივრებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, დაარბიეს მაღაზიები და გაანადგურეს ქუჩის ინფრასტრუქტურა. ყველა ეჭვმიტანილის მიმართ საქმე ადმინისტრაციული მუხლით აღიძრა.

2 ტურის შემდეგ მაროკოს ნაკრებს F ჯგუფში 4 ქულა აქვს და ხორვატიასთან ერთად 1-2 ადგილს ინაწილებს. მესამე პოზიციაზე კი ბელგიის ნაკრებია. მაროკოელები დასკვნით შეხვედრას კანადას წინააღმდეგ გამართავენ, ბელგიელები კი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩი 1 დეკემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე
„ფეხბურთელები თავიდანვე წაგების შიშით თამაშობდნენ“ - მარტინესი მაროკოსთან მარცხზე