ლუკა მოდრიჩი, კატარი 2022, ბელგიის ფეხბურთელთა ნაკრები, მაროკოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მოდრიჩის რეკორდი - მაროკო-ხორვატიის უგოლო და მოსაწყენი თამაში

კატარი 2022-ის F ჯგუფის პირველ ტურში მაროკო 2018 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, ხორვატიას დაუპირისპირდა. ამ მატჩში რეალური საგოლე მომენტების სიმცირე იყო. ნეიტრალური ქომაგისთვის ძალიან მოსაწყენი და უღიმღამო შეხვედრა გამოვიდა.

ყველაზე მეტად აღსანიშნავია ნიკოლა ვლაშიჩის დარტყმა, პირველი ტაიმის მიწურულს მაროკოს ნაკრების მეკარემ, ბონომ ბურთი ფეხით მოიგერია. ხორვატის დარტყმა შეხვედრის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი იყო.

მე-60 წუთზე მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იძულებითი ცვლილება განახორციელა, ამპლუით მარჯვენა მცველმა ნუსაირ მაზრაუიმ ტრავმა მიიღო და აია ატიატ ალამ შეცვალა.

ლუკა მოდრიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამ სხვადასხვა დეკადაში ითამაშა. 37 წლის ნახევარმცველმა შემდეგ ტურნირებზე იასპარეზა: 2006 წლის მუნდიალი, ევრო 2008, ევრო 2012, 2014 წლის მუნდიალი, ევრო 2016, 2018 წლის მუნდიალი, ევრო 2020, 2022 წლის მუნდიალი.

ხორვატიის ნაკრების ისტორიაში მატეო კოვაჩიჩის შემდეგ, რომელმაც 2014 წლის მუნდიალზე 20 წლისა და 37 დღის ასაკში ითამაშა, იოშკო გვარდიოლი მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც მუნდიალზე უთამაშია. მან მაროკოს წინააღმდეგ 20 წლისა და 304 დღის ასაკში იასპარეზა.

F ჯგუფის პირველი ტურის მეორე შეხვედრაში ბელგია კანადას დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში ხორვატია კანადას შეხვდება, ბელგია - მაროკოს. ორივე თამაში 27 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინც მესის და  მარადონას ერთმანეთს ადარებს, ფეხბურთი არ ესმის“
„ვინც მესის და მარადონას ერთმანეთს ადარებს, ფეხბურთი არ ესმის“