პსჟ
Aa
Aa

პოჩეტინო: “პსჟ-ს მწვრთნელობა ნამდვილი სიდიადე იყო“

მას შემდეგ, რაც „პარი სენ ჟერმენმა“ მაურისიო პოჩეტინო დაითხოვა, არგენტინელ სპეციალისტს არცერთ გამოცემასთან არ უსაუბრია. დღეს კი მან სიჩუმე დაარღვია და Goal.Com-ს ესაუბრა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„გამათავისუფლეს, მაგრამ მე კოლოსალური გამოცდილება მივიღე. ეს იყო გამოცდილება დიდ და სუპერვარსკვლავ ფეხბურთელებთან მუშაობის. ეს ასევე იყო გამოწვევა რთულ სიტუაციებთან. ბევრ პრობლემას წავაწყდი, რომელიც უნდა მომეგვარებინა. ზოგი მოვაგვარე, ზოგი ვერა..

როდესაც ასეთ დიდ გუნდში მუშაობ და ასეთ ფეხბურთელებთან გიწევს ყოველდღე კომუნიკაცია, რაღაცებს თავად უნდა მოერგო. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, „პარი სენ ჟერმენში“ მუშაობა ნამდვილი სიდიადე იყო.

„რეალს“ და „ბარსელონას“ თავის დროზე ძალიან გაუმართლათ, რომ მესი და რონალდუ ჰყავდათ. გარკვეულწილად მეც გამიმართლა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში საქმე ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მქონდა და ეს გაცილებით რთულია, ვიდრე გუნდში ერთი ლიდერის ყოლა. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და კამათი იმაზე არ უნდა მიდიოდეს, თუ ვინ დაარტყამს პენალტს. ხანდახან ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი არ არის.“

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინო ფრანგულ კლუბში 2021 წლის 2 იანვარს დაინიშნა და 2022 წლის 5 ივლისს გაათავისუფლეს. ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელი სპეციალისტი პსჟ-ს 84-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 55-ჯერ გაიმარჯვა, 14-ჯერ დამარცხდა, ხოლო 15 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნის პრეზიდენტი: ჩვენ და სიტის ჰოლანდის შეძენის ყველაზე კარგი შანსი გვქონდა
ბაიერნის პრეზიდენტი: ჩვენ და სიტის ჰოლანდის შეძენის ყველაზე კარგი შანსი გვქონდა