ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere dello Sport: „ემპოლისთან ხვიჩას თამაში გამოირიცხა“

Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია წელის ტრავმის გამო „ემპოლისთან“ მატჩსაც გამოტოვებს. ქართველ გარემარბს აღნიშნული ტრავმის გამო „ატალანტასთან“ არ უასპარეზია, მას ასევე ვერ ვიხილავთ „ემპოლისთან“ საშინაო შეხვედრაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მკურნალობას აგრძელებს, მას გუნდთან ერთად გუშინაც არ უვარჯიშია, რადგან ტკივილს გრძნობდა.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა ძარცვის გამო სახლი დატოვა და მკურნალობას სასტუმროში აგრძელებს, სადაც პერსონალურ ფიზიოთერაპევტთან ერთად იმყოფება.

ILmattino განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, ხვიჩა დღეს ვარჯიშში მონაწილეობის მიღებას ეცდება, თუ ტკივილი არ შეაწუხებს და ვარჯიშს შეძლებს, „ემპოლისთან“ განაცხადში ვიხილავთ, მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მცირეა.

კიდევ ერთი ავტორიტეტული გამოცემის, „გაძეტას“ ინფორმაციით, კვარაცხელიას „ემპოლისთან“ თამაშის ალბათობა მიზერულია. სავარაუდოდ, ეცდებიან, რომ ფეხბურთელი შაბათის მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, 12 ნოემბერს „ნაპოლი“ „უდინეზეს“ უმასპინძლებს და ეს ნეაპოლური კლუბისთვის მიმდინარე წელს ბოლო ოფიციალური შეხვედრა იქნება.

კვარაცხელიას არყოფნაში მარცხენა ფლანგზე ჯაკომო რასპადორის ან ელიფ ელმასის ვიხილავთ. „ატალანტასთან“ მატჩში მოედანზე ელმასი იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

13 ტურში სპალეტის გუნდმა 35 ქულა დააგროვა, დაუმარცხებელია და მეორეადგილოსან „მილანს“ 6 ქულით უსწრებს. მე-14 ტურში „ნაპოლი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს. შეხვედრა „დიეგო მარადონაზე“ 8 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ ზურიკოს არ ეხება“ - ბორდოს მწვრთნელის კრიტიკული შეფასება
„ეს მხოლოდ ზურიკოს არ ეხება“ - ბორდოს მწვრთნელის კრიტიკული შეფასება