ხერარდ პიკე
Aa
Aa

ოფიციალურად - პიკემ ბარსელონას დატოვება გადაწყვიტა

ხერარდ პიკემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ტოვებს.

პიკემ სოციალური ქსელების საშუალებით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი ბარსელონური კარიერა დასრულდა და ის თავის ბოლო მატჩს „კამპ ნოუზე“ შაბათს ჩაატარებს.

პიკეს სიტყვებიდან ესპანურმა პრესამ დაასკვნა, რომ ხერარდი ფეხბურთიდანაც მიდის და კარიერას ასრულებს.

პიკეს მიმდინარე სეზონში ქომაგები დიდად არ სწყალობდნენ და მას რამდენჯერმე უსტვინეს კიდეც. „ინტერთან“ ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ფეხბურთელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა ამის შემდეგ, როგორც ჩანს მოვლენები კიდევ შეიცვალა და ხერარდმა საერთოდ კარიერის დასრულება განიზრახა.

ჯერჯერობით მას ოფიციალურად არ უთქვამს, რომ პროფესიონალურ კარიერას ასრულებს, თუმცა შესაძლოა ეს ინფორმაცია მალე დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ პიკე „ბარსელონაში“ 25 წელია ცხოვრობს. ის კლუბის აკადემიაში 1997-2004 წლებში ირიცხებოდა. შემდეგ იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სარაგოსა“, რასაც 2008 წელს „ბარსელონაში“ დაბრუნება მოჰყვა.

პიკემ „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო, ლა ლიგა კი 8-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა ეჭვობს, რომ დეპაი მუნდიალის გამო მინდორს განზრახ არ უბრუნდება
ბარსა ეჭვობს, რომ დეპაი მუნდიალის გამო მინდორს განზრახ არ უბრუნდება