ყველაზე ძვირადღირებული სასტარტო შემადგენლობები - სიტი პირველია, პსჟ - მეორე
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული სასტარტო შემადგენლობები - სიტი პირველია, პსჟ - მეორე

საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა კვლევა ჩაატარა და ის გუნდები დაასახელა, რომლებსაც 2022-23 წლების სეზონში ყველაზე ძვირადღირებული სასტარტო შემადგენლობები ჰყავდათ. CIES-მა განვლილი მატჩები განიხილა და გუნდების თერთმეტეულების საშუალო ღირებულება გამოითვალა.

პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ იმყოფება და „ქალაქელების“ სასტარტო შემადგენლობის ფასი საშუალოდ 605 მილიონი ევროა. პეპ გუარდიოლამ ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული 22 ოქტომბერს, „ბრაიტონთან“ გაიყვანა - 726 მილიონი ევრო. ყველაზე „იაფფასიანი“ – 31 აგვისტოს, „ნოტინგემთან“ (538 მილიონი ევრო).

მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენს“ ვხედავთ - 510 მილიონი. ფრანგული გრანდის ყველაზე ძვირადღირებული სასტარტო შემადგენლობა „მარსელთან“ ვიხილეთ და მისმა ფასმა 610 მილიონი ევრო შეადგინა, „რეიმსთან“ კი პარიზელთა ყველაზე მოკრძალებული სატრანსფერო ფასის მქონე მოთამაშეებმა იასპარეზეს - 332 მილიონი ევრო.

მესამე პოზიცია „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავია - 480 მილიონი. მეოთხე „ლივერპულია“ – 409 მილიონი. მეხუთე ადგილს „ჩელსი“ იკავებს - 393 მილიონი. მეექვსეზე „არსენალს“ ვხედავთ - 382 მილიონი, „რეალი“ მეშვიდეზეა - 370 მილიონი, მერვე - „ბარსელონა“ (334 მილიონი), მეცხრე - „იუვენტუსი“ (300 მილიონი), მეათე კი - „ბაიერნი“ (294 მილიონი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო ხვიჩაზე: „მასზე მომდევნო 15 წელი ილაპარაკებენ“
კასანო ხვიჩაზე: „მასზე მომდევნო 15 წელი ილაპარაკებენ“