ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კასანო ხვიჩაზე: „მასზე მომდევნო 15 წელი ილაპარაკებენ“

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებული რომაა, ეს ახალი ამბავი არაა. იტალიელი შემტევი „კვარაზე“ „ნაპოლის“ თითქმის ყველა მატჩის შემდეგ ლაპარაკობს და გამონაკლისი არც „სასუოლოსთან“ გამართული დაპირისპირება ყოფილა.

„დღესდღეობით, ოსიმენზე საუბრისას ეპითეტების გამოყენებას აზრი არ აქვს. ის შესანიშნავი თავდამსხმელია, რომელიც ტრავმის შემდეგ, მაღალ დონეზე დაბრუნდა, თუმცა ქართველ ბიჭზე უნდა ვთქვათ, რომ ის ფენომენია. ამას უკვე ყოველკვირა ვამბობ.

კვარაცხელიას ხარისხი აქვს, ხაზებს შორის თამაშობს, დაცვას ეხმარება და მეტოქეს ყოველთვის მისდევს. ხვიჩა ძალიან მომწონს და მასზე მომდევნო 15 წლის განმავლობაში ილაპარაკებენ. სპალეტიმ თქვა, რომ კვარაცხელია კარგი და გახსნილი ბიჭია. ჩემი აზრით, ის ნამდვილად ფენომენალური მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე რამდენიმე საათში ვიხილავთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება და პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები