ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილმა გაიტანა - ბორდომ საფრანგეთის თასზე მოიგო

საფრანგეთის თასის პირველ ეტაპზე „ბორდო“ „სტეიდ ბორდელაისს“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ზურიკო დავითაშვილი და აღნიშნული მატჩი სწორედ ამით იქცევდა ყურადღებას.

ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში „ბორდო“ დაიქოქა და ზედიზედ სამი უპასუხო გოლი გაიტანა.

„ბორდელაისის“ რბევა სწორედ დავითაშვილმა დაიწყო. „ჯვაროსნების“ შემტევმა პენალტის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში. 72-ე წუთზე ბერბეტმა უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა, ხოლო საბოლოო წერტილი 84-ე წუთზე ლოგან შაუბემ დასვა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო ფრანგულ კლუბში მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თამაშობს. დღემდე, დავითაშვილმა „ბორდოს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 10-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზურიკოს გოლი „ბორდელაისის“ კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები