ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ევროპული გრანდების რადარებზე მყოფი 21 წლის შემტევი – Marca-მ ხვიჩაზე დაწერა

უცხოურ პრესაში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე აქტიურად იწერება და ახალგაზრდა შემტევი Marca-ს ყურადღების ცენტრშიც მოექცა. რამდენიმე წუთის წინ, ესპანურმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა და „კვარაზე“ ისაუბრა.

„ნაპოლიში ვარსკვლავის აღზევებას საკუთარი თვალით ხედავენ. პარტენოპეიმ მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და მთელი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიპყრობილი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში მოკრძალებული სტატუსის მქონე ქვეყნიდან, საქართველოდანაა და თავისი ტალანტის წყალობით, არა მხოლოდ ლუჩანო სპალეტის გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, არამედ ევროპული გრანდების რადარზეც მოექცა.

21 წლის შემტევის სათამაშო სტილში მეამბოხეობა იგრძნობა და სერია A-ს ლეგენდა, ფრანკო კაუზიო მისი დრიბლინგისა და სისწრაფის გამო, პარალელს ხუან გილერმო კუადრადოსთან ავლენს, რომელიც იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ საწყის შეხვედრებში, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

„უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც დღესდღეობით, იტალიაში ტოლ-სწორი არ ჰყავს. ძალიან ძლიერია და წარსულიდან ვერავის შევადარებთ, რადგან ახლა განსხვავებულ სისწრაფეზე ვთამაშობთ. ასეთ მაღალ დონეზე, მეტოქის ჩამოტოვების უნარი იმ მატჩებს მახსენებს, როცა კუადრადო სერია A-ში პირველად ვნახეთ“, - აცხადებს კაუზიო.

კვარაცხელიას ამ თვისებებმა მადრიდის რეალი მოხიბლა, თუმცა აძური თავის მარგალიტს მარტივად არ შეელევა და პარტენოპეის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის თქმით, ხვიჩა 100 პროცენტით ხელშეუხებელია“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „ნაპოლიმ“ ბოლო შეხვედრა „რეინჯერსთან“ გამართა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. „პარტენოპეის“ მომდევნო მატჩს „სასუოლოსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„VAR-ი ფეხბურთს კლავს!“ - კონტე ძალიან გააბრაზეს
„VAR-ი ფეხბურთს კლავს!“ - კონტე ძალიან გააბრაზეს