ლივერპული, მილანი
Aa
Aa

ლეაოსთვის ბრძოლაში ლივერპულიც ჩაერთო

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა სპორტულ მედიაში საინტერესო სიახლეები ვრცელდება. დიდი ხანია რაფაელ ლეაოს არაერთი ევროპული გრანდი უმიზნებს და „მილანის“ ქომაგები ნერვიულობენ.

პორტუგალიელ გარემარბს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ ლეაოსთვის ბრძოლაში „ლივერპული“ ჩაერთო. წყაროს ცნობით, მერსისაიდელთა მიზანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წინასწარ შეთანხმების მიღწევაა.

GOAL იმასაც წერს, რომ თუ ლეაო კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და „მილანს“ სხვა გზა არ დარჩება, შესაძლოა გაცილებით ნაკლებ თანხად ლეაო „ლივერპულში“ ზამთარში გადაბარგდეს, თუმცა ამის პარალელურად იტალიური გამოცემები ამ ფაქტს გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი „მილანს“ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ლეაომ „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 128-ჯერ მოირგო, 31 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები