ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

გამარჯვება და ზეიმი - ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონია

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის, K ლიგის 2022 წლის სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „კანვონდო“ სტუმრად დაამარცხა (1:2), თუმცა საჩემპიონო ზეიმისთვის „ულსანისთვის“ ქულაც საკმარისი იქნებოდა.

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში მეორე სეზონს ატარებს, პირველ სეზონში „ულსან ჰიუნდაი“ ვიცე-ჩემპიონი გახდა, ამჯერად კი პირველ ადგილზე გავიდა. 

29 წლის შემტევმა K ლიგის მიმდინარე სეზონში რეგულარული სეზონისა და ფინალური სტადიის ჩათვლით 35 შეხვედრა ჩაატარა. მის აქტივში 8 გოლი და 1 საგოლე პასია. გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

რაც შეეხება ვაკოს ტიტულებს, 2009-10 წლების სეზონში რუსთავის „მეტალურგთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და საქართველოს სუპერთასი მოიგო, 2016-17 წლების სეზონში „ლეგიასთან“ ერთად ექსტრაკლასას ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“
სპალეტი: “აიაქსთან მატჩის წინ, პენალტის დამრტყმელი დავასახელე“