კარლო ანჩელოტი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ალონსო ანჩელოტის შემცვლელად ? - მადრიდში მომავალზე ფიქრობენ

ESPN-ის ცნობით, მადრიდის „რეალი“ კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსოს კანდიდატურას განიხილავს. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები ბასკის ბუნდესლიგაში მოღვაწეობას აქტიურად დააკვირდებიან. მადრიდულ გრანდში თვლიან, რომ ალონსოს ის თვისებები აქვს, რაც მადრიდულ კლუბში წარმატებულად მუშაობისთვის აუცილებელია. 

„რეალის“ მოქმედ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. ცხადია, ამ ეტაპზე ანჩელოტის გუნდიდან წასვლა არ განიხილება, 63 წლის სპეციალისტი შესანიშნავად მუშაობს, თუმცა კლუბში მომავალზე ფიქრობენ და „რეალის“ მთავარი მწვრთნელობის სავარაუდო ვარიანტებს განიხილავენ.

რაც შეეხება ალონსოს, 40 წლის სპეციალისტი 2009-14 წლებში „რეალის“ ფეხბურთელი იყო, მადრიდული კარიერის ბოლო სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2011-12 წლების სეზონში კი - ლა ლიგა. 2018-19 წლებში ჩაბი ალონსო „რეალის“ აკადემიაში მუშაობდა, 2019-22 წლებში „სოსიედადის“ სარეზერვო გუნდს წვრთნიდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალი გამოწვევა მიიღო და ლევერკუზენის „ბაიერის“ დამრიგებელი გახდა. გერმანულ კლუბთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ალონსომ შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ლევერკუზენს“ გერმანიაში გატარებული პერიოდიდან ვიცნობ. აქ ყოველთვის დიდებული მოთამაშეები თამაშობდნენ. ამ გუნდში დიდ ხარისხს ვხედავ. მიუხედავად გუნდში არსებული რთული სიტუაციისა, ამბიციები მაინც გაგვაჩნია და ვთვლი, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ამ გამოწვევით აღფრთოვანებული ვარ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ დავუშვებ ვინმემ არასერიოზულად შემოგვხედოს“ - კლოპი სიტისთან მატჩის წინ
“არ დავუშვებ ვინმემ არასერიოზულად შემოგვხედოს“ - კლოპი სიტისთან მატჩის წინ