გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა - ტენერიფემ ბასკონიას მძიმე ბრძოლა მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბასკონიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 6 ქულის სხვაობით 85:79 გაიმარჯვა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა ლიგაში ზედიზედ მესამედ მოიგო და სატურნირო ცხრილშიც გალიდერდა.

დღევანდელ შეხვედრაში შერმადინი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და პარკეტზე 14:45 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

„ტენერიფე“ მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, „ობრადიოროსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია: „ზაფხულში NBA-ში გადასვლაზე ვფიქრობდი, ბევრი წინადადება მქონდა“
შენგელია: „ზაფხულში NBA-ში გადასვლაზე ვფიქრობდი, ბევრი წინადადება მქონდა“