იუვენტუსი, მილანი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

“კონფერენს ლიგის ზონაში უნდა შევიდეთ“ - ალეგრი მილანთან მარცხის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მილანმა“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალეგრიმ?

„დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. ორი მატჩი მოვიგეთ და თითქოს კრიზისი დავძლიეთ, მაგრამ წარმატებული სვლა ისევ დავკარგეთ. სამწუხაროა, რადგან პირველი 20-25 წუთი კარგად ვითამაშეთ. ამის შემდეგ, ნელ-ნელა უკან დავიხიეთ და საჯარიმოს მივეჯაჭვეთ.

ბევრი უადგილო პასი გავაკეთეთ და დავისაჯეთ. ვფიქრობ, ფსიქოლოგიური პრობლემებიც გვაქვს. საშუალო დონის გუნდებთან ბევრი ქულა დავკარგეთ და წესით ასეთ მნიშვნელოვან მატჩში უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროა ისიც, რომ ორივე გოლი ჩვენს შეცდომას მოყვა.

ძალიან უცნაურია, როდესაც რაღაც მომენტში გუნდი ფეხბურთის თამაშს წყვეტს და უკან იხევს. ლეაოს ძელის შემდეგ სწორედ ასე მოხდა. ორ კარგ თამაშს ყველა პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. თუ შიშს მოვიშორებთ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ. რეალურად, დღეს ფავორიტი მილანი იყო და 1 ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოდით. ახლა ყურადღება შემდეგ მატჩებზე უნდა გავამახვილოთ, რათა კონფერენს ლიგის ზონაში შევიდეთ.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მატჩის შემდეგ, „ბებერ ქალბატონს“ 13 ქულა აქვს მერვე პოზიციაზე იმყოფება. „მილანი“ კი 20 ქულით მესამე პოზიციაზე აღზევდა, თუმცა მის კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ერთით ნაკლები კონკურენტი? - ლოსანო შეიძლება წავიდეს
ხვიჩას ერთით ნაკლები კონკურენტი? - ლოსანო შეიძლება წავიდეს