რეალი, ბარსელონა
Aa
Aa

ელ კლასიკომდე 8 დღეა - ბარსას 7 ტრავმირებული ჰყავს

კატალონიის „ბარსელონას“ მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს. 8 დღის განმავლობაში ჩავის გუნდი 3 მატჩს გამართავს. ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც 7 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია.

„ბარსელონა“ 9 ოქტომბერს „სელტას“ უმასპინძლებს, შემდეგ 12 ოქტომბერს, ასევე საკუთარ კედლებში „ინტერს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი კი ჯგუფიდან გასვლის ბედს მეტწილად წყვეტს. 16 ოქტომბერს კი „ელ კლასიკო“.

ამჟამად ლა ლიგაში „რეალს“ და „ბარსელონას“ 19-19 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილს იყოფენ. „ბლაუგრანას“ სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ გუნდს 7 ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს.

არაუხო, კუნდე, ბელერინი, დეპაი, დე იონგი, კესი, კრისტენსენი.. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც დიდი ალბათობით „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

აღნიშნულმა სიტუაციამ ჩავი ერნანდესი გააბრაზა და ღიად განაცხადა, რომ სანაკრებო მატჩები ერთ ტურნირად უნდა ჩატარდეს და ასე გუნდები გაცილებით ნაკლებ ზარალს ნახავენ. 5 ცენტრალური მცველიდან, ბარსას 3 ჰყავს ტრავმირებული. ჯანმრთელი მხოლოდ პიკე და გარსია არიან. ჟერარდმა მიმდინარე სეზონში მინდორზე მხოლოდ 180 წუთი დაყო, ერიკმა კი 384.

„რეალი“

„სამეფო კლუბს“ ერთი, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ტრავმირებულია ტიბო კურტუა და მისი თამაშ საეჭვოა. მიუხედავად ამისა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელგიელი კარის დარაჯი „ბარსელონასთან“ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რეზერვის ფეხბურთელი არ არის“ - სპალეტი ხვიჩაზე
“რეზერვის ფეხბურთელი არ არის“ - სპალეტი ხვიჩაზე