ჩელსი, მილანი, ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

“საწუწუნო არაფერი მაქვს“ - პოტერი მილანის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ლონდონის „ჩელსიმ“ „მილანს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა გრეჰემ პოტერმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პოტერმა?

„ჩვენთვის კარგი საღამო გამოვიდა. როგორც გუშინ აღვნიშნე, კარგი თამაში და საუკეთესო თვისებების გამოვლენა გვჭირდებოდა. რეალურად ყველაფერი გამოგვივიდა და კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.

ვფიქრობ, მატჩი ცოტა ანერვიულებულებმა დავიწყეთ. ეს ყველაფერი პირველი 5 წუთის განმავლობაში ხდებოდა და ბუნებრივია, რადგან ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა. ამის შემდეგ, ყველამ დაინახა ფეხბურთელების მადა. პირველი გოლი მნიშვნელოვანი იყო.

მეორე ტაიმის გარკვეულ პერიოდში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე გოლმა ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. საწუწუნო არაფერი მაქვს. ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ და ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ.“

სატურნირო მდგომარეობა

თავისი შეხვედრა მოიგო „ზალცბურგმა“, რის შედეგადაც ჯგუფში სიტუაცია ასე გადანაწილდა. პირველ ადგილს 5 ქულით სწორედ „ზალცბურგი“ იკავებს. 4-4 ქულა აქვთ „ჩელსის“ და „მილანს“, თუმცა მეორე პოზიციაზე ბურთების უკეთესი შეფარდების გამო „არისტოკრატები“ აღმოჩნდნენ. 3 ქულით ბოლო ადგილზე „დინამო ზაგრებია“.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: მესიმ იცის რა სურს პსჟ-ს და რა ბარსას
ფაბრიციო რომანო: მესიმ იცის რა სურს პსჟ-ს და რა ბარსას