მიესალმეთ მეფე როჯერს! ფედერერმა უიმბლდონი მერვედ მოიგო!
Aa
Aa

მიესალმეთ მეფე როჯერს! ფედერერმა უიმბლდონი მერვედ მოიგო!

35 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი უიმბლდონის რეკორდსმენი გახდა. მან, ყველაზე პრესტიჟურლი საჩოგბურთო გათამაშება მერვედ მოიგო.

როჯერმა, ხორვატი მარინ ჩილიჩი სამ სეტში, 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ფედერერმა ტურნირი სეტის წაუგებლად მოიგო. ეს ისტორიული შედეგია.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა ლეგენდამ უიმბლდონი პირველად 2003 წელს მოიგო.

ამ გამარჯვებით ფედერერმა, 2 200 000 ფუნტი სტერლინგი და 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ცხელი ამბები