თბილისის დინამო, ანტონ ჩიჩკანი
Aa
Aa

ჩიჩკანი: „მიხარია, დიდი ქართული ოჯახის წევრი გავხდი“

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი დაიმატა. მხარეებს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვთ.

ბელარუსის ნაკრების მეკარემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:

"ვიცი, რომ „დინამო“ საქართველოს ყველაზე დიდი კლუბია, საკუთარი ისტორიითა და საფეხბურთო ტრადიციებით. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ დიდი ქართული ოჯახის წევრი გავხდი. ​ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიშის გამართვა მოვასწარი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ. ვფიქრობ, რომ „დინამოში“ კარგი პერიოდი მექნება და გულშემატკივარს ჩემს საუკეთესო თამაშს ვუჩვენებ."

ანტონ ჩიჩკანს ბორისოვის „ბატეში'' (2016-21), „სმოლევიჩისა (2016) და რუსული „უფას“ (2022) რიგებში უთამაშია. ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა (2016-16). ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი 2020 წელს რუმინეთთან ჩაატარა.

თბილისის „დინამოს“ პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საიმანოვი: „ხვიჩას ტრანსფერის თანხა ამ დრომდე არ მიგვიღია“
საიმანოვი: „ხვიჩას ტრანსფერის თანხა ამ დრომდე არ მიგვიღია“