ბელგიის კალათბურთელთა ნაკრები, მონტენეგროს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ევრობასკეტის A ჯგუფი: მონტენეგრომ ბელგიას მოუგო

„თბილისი არენაზე“ სტარტი აიღო Eurobasket 2022-ზე A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრებმა. დღის პირველ სათამაშო მატჩში ერთმანეთს მონტენეგროსა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც მონტენეგროელმა კალათბურთელებმა 6 ქულის სხვაობით - 76:70 გაიმარჯვეს.

შეხვედრა თავდაპირველად თანაბრად დაიწყო და გუნდები ერთმანეთს ტოლ-სწორ წინააღმდეგობას უწევდნენ. საბოლოოდ, ქულა-ქულაში მიმდინარე პერიოდი ბოსკო რადოვიჩის გუნდის 3-ქულიანი გამარჯვებით - 17:14 დასრულდა.

პირველი პერიოდის მსგავსად, მეორე პერიოდიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მონტენეგროელებმა ამ შემთხვევაში პერიოდი 2 ქულის სხვაობით, პირველი ნახევარი კი 4 ქულის სხვაობით მოიგეს - 20:18 (32:28).

შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, სადაც მონტენეგროელები მეტოქეს კიდევ 13 ქულის სხვაობით გაექცნენ. რადოვიჩის გუნდმა ბელგიელები ფარში 31 ქულა ჩააგდო და საპასუხოდ 18 მიიღო. მეოთხე მეოთხედში ბელგიელებმა მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ბოლო 25 წამისთვის სხვაობა 6-ქულამდეც დაქაჩეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მონტენეგროს მხრიდან ბოიან დუბლევიჩი გახდა, რომელმაც მეტოქეს ორმაგი დუბლი შეუსრულა: 32:03 წუთში 21 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკი.

ბელგიელთა მხრიდან კი რეტინ ობასოანი გამოირჩა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 26:28 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და ორი ასისტი მიითვალა.

შესაბამისად, მონტენეგროს ნაკრებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება ჩაიწერა და ახლა ბულგარეთთან მატჩს დაელოდება, რომელიც ხვალ, „თბილისი არენაზე“ 15:30 საათზე გაიმართება. ბელგიის ნაკრები კი ამავე დღეს, 18:15 საათზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

გიორგი ჯიქიას ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი წინააღმდეგობა ხორვატიისგან - საბერძნეთმა ევრობასკეტი გამარჯვებით დაიწყო
დიდი წინააღმდეგობა ხორვატიისგან - საბერძნეთმა ევრობასკეტი გამარჯვებით დაიწყო