შოთა არველაძე, ჰალ სიტი, ქოვენთრი
Aa
Aa

ესტუპინიანის ჰეთ-თრიკი - არველაძის ჰალ სიტიმ ქოვენთრი დაამარცხა

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „ჰალ სიტიმ“ „ქოვენთრის“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ესტუპინიანი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს, რადგან შეტევაში ორივე კლუბი აქტიურობდა. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა და არველაძის გუნდი დაწინაურდა. 29-ე წუთზე გოდენმა პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს, ესტუპინიანმა დუბლი გაიფორმა და 2:1 დააფიქსირა.

სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეცვლილა. გოლის გატანას ორივე გუნდი ცდილობდა. მესამე გოლი ესტუპინიანმა 56-ე წუთზე გაიტანა. სტუმრები გააქტიურდნენ და 69-ე წუთზე გოდენმა კიდევ ერთხელ გაისროლა. დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა და „ჰალ სიტიმ“ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში, შოთა არველაძის შეგირდები სტუმრად „ქუინს პარკის“ წინააღმდეგ ითამაშებენ. აღნიშნული დაპირისპირება 30 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ