ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, კაზემირო
Aa
Aa

ვარანი: “კაზემირო ლივერპულთან გამარჯვებაში დაგვეხმარა“

რაფაელ ვარანი თვლის, რომ კაზემიროს ტრანსფერმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი უკვე შესძინა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი რა ბრაზილიელი ნახევარმცველი ერთად მადრიდის „რეალში“ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ და არაერთი ტიტული მოიგეს.

რა თქვა ვარანმა?

„მისი შესაძლებლობების და ხარისხის შესახებ ყველაფერი იდეალურად ვიცი. მას „მანჩესტერისთვის“ საუკეთესო ბალანსის და მენტალობის შექმნა შეუძლია. „კაზე“ ნამდვილი მებრძოლია და დარწმუნებული ვარ, ინგლისური ფეხბურთით დიდ სიამოვნებას მიიღებს.

„ოლდ ტრაფორდზე“ კაზემიროს დიდებულად შეხვდნენ. ეს მისთვის დაუვიწყარი ღამე იყო. მისი სტადიონზე ყოფნის გამო ატმოსფერო საოცარი იყო და ეს გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. კაზემირო განაცხადში არ იყო, თუმცა „წითელმა ეშმაკებმა“ გამარჯვება მაინც მოახერხეს.

ყველა ბიუროკრატიული საკითხის მოგვარების შემდეგ, კაზემიროს დებიუტი დიდი ალბათობით 27 აგვისტოს სტუმრად „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, ტენ ჰაგი ნახევარდაცვაში ბრუნო ფერნანდეშის, კაზემიროს და ერიქსენის ტრიოს დამკვიდრებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - რა სჭირს ლივერპულს?
ანალიზი - რა სჭირს ლივერპულს?