ლივერპული, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ბასტიან შვაინშტაიგერი
Aa
Aa

შვაინშტაიგერი: “მანჩესტერი ასე არ უნდა თამაშობდეს, ლივერპული უკეთესი იყო“

პრემიერ ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ეს გამარჯვება „წითელი ეშმაკებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ მესამე ტურამდე ორიდან ორი წაგება ჰქონდათ.

აღნიშნულ დაპირისპირებას მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. გამონაკლისი არც ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა, რომელმაც თავისი აზრი დააფიქსირა.

რა თქვა შვაინშტაიგერმა? 

„რა თქმა უნდა, „იუნაიტედს“ ვგულშემატკივრობდი და მათი გამარჯვება გამიხარდა, მაგრამ ეს დიდებული თამაში იყო? ვფიქრობ, რომ არა! „ლივერპული“ უკეთესი გუნდი იყო, რომელმაც გაცილებით კარგი ფეხბურთ ითამაშა.

კლოპის ფეხბურთელები ბოლო პასს ვერ აკეთებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. „მანჩესტერს“ სწორი განწყობა და სულისკვეთება ჰქონდა. ვფიქრობ, „წითელ ეშმაკებს“ ახლა კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელთან ერთადაც სწორად განვითარდებიან. მიუხედავად ამისა, „იუნაიტედმა“ ასეთი ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს. ეს გამარჯვება გადარჩენის გზა იყო.“

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი 2015 წლიდან 2017-ის ჩათვლით მანჩესტერულ გრანდში თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - რა სჭირს ლივერპულს?
ანალიზი - რა სჭირს ლივერპულს?