შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

,,თამაშში დარჩენა ვერ შევძელით“ - არველაძე სეზონის პირველ მარცხზე

 ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში შოთა არველაძის ''ჰალი'' პირველად დამარცხდა. სტივ ბრიუსის გაწვრთნილმა ''ვესტ ბრომვიჩმა'' შინ ''ჰალ სიტის'' 5:2 სძლია.

 მიმდინარე სეზონში პირველი მარცხის შემდეგ შოთა არველაძემ განაცხადა, რომ მეტოქემ უკეთ ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

''მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა, ეს უნდა მივიღოთ. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის. მეტოქემ შესვენების შემდეგ მეორე გოლი გაიტანა, რასაც მესამე მოჰყვა, ჩვენ თამაშში დარჩენა ვერ შევძელით.

ჩვენ სამშაბათს ვითამაშეთ, ''შეფილდ იუნაიტედმა'' მატჩი ოთხშაბათს ჩაატარა, შემდეგი მატჩისთვის მომზადებისთვის მეტოქეს შედარებით ერთით მეტი დღე გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, მეტოქემ უკეთ ითამაშა''.

ამ ეტაპზე, როცა ჩემპიონშიფში მეხუთე ტური არ დასრულებულა, ''ჰალ სიტი'' ''სანდერლენდთან'' ერთად 8-8 ქულით მეხუთე პოზიციას იყოფს. სატურნირო ცხრილს პოლ ჰეკინგბოტომის ''შეფილდ იუნაიტედი'' 10 ქულით ლიდერობს.

მე-6 ტურში ''ჰალი'' ''ქოვენთრის'' უმასპინძლებს. შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 27 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე
,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე