შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

დღის მწვრთნელი - არველაძის აღიარება ჩემპიონშიფში

The Football League Paper-მა ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურის შაბათი დღის საუკეთესო მწვრთნელად შოთა არველაძე დაასახელა. ტურის 12 მატჩიდან აღნიშნულ დღეს 9 შეხვედრა გაიმართა.

არველაძის ''ჰალ სიტიმ'' შინ დინ სმიტის გაწვრთნილი ''ნორვიჩი'' 2:1 დაამარცხა. ''ვეფხვების'' რიგებში კოლუმბიელმა ოსკარ ესტუპინიანმა დუბლი შეასრულა, 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 62-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. ერთადერთი საპასუხო გოლი ჩილელმა მარსელინო ნუნიესმა შეაგდო.

ჩემპიონშიფის მესამე ტურის შაბათი დღის სიმბოლურ გუნდში ''ჰალ სიტის'' მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, დუბლის ავტორი ოსკარ ესტუპინიანი მოხვდა.

სამი ტურის შემდეგ შოთა არველაძის გუნდი დაუმარცხებელია, საწყის სამ ტურში 7 ქულა მოიპოვა, საკუთარ მოედანზე ''ბრისტოლსა'' და ''ნორვიჩს'' ერთნაირი ანგარიშით სძლია (2:1), ''პრესტონთან'' გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა (0:0).

ამ ეტაპზე ''ჰალი'' და ''უოტფორდი'' ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 7-7 ქულით მეორე ადგილს იყოფენ, გათამაშებას კი ''ბლექბერნი'' 9 ქულით ლიდერობს.

მეოთხე ტურში ''ვეფხვები'' ვინსენტ კომპანის გაწვრთნილ ''ბარნლის'' ესტუმრებიან, შოთა არველაძისა და ბელგიელის სამწვრთნელო დაპირისპირება 16 აგვისტოს გაიმართება, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად გადატვირთული გრაფიკია ინგლისის რანგით მეორე ლიგაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ხვიჩას ის ტექნიკური თვისებები აქვს, რომ იტალიაში ჩემპიონი გახდეს``
,,ხვიჩას ის ტექნიკური თვისებები აქვს, რომ იტალიაში ჩემპიონი გახდეს``