ჩელსი, ბრაიტონი
Aa
Aa

50 მილიონის სანაცვლოდ - კუკურელა ჩელსიში ითამაშებს

მას შემდეგ, რაც ტოდ ბოელმა „ჩელსი“ შეიძინა სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობს. „არისტოკრატებმა“ რაჰიმ სტერლინგი და კალიდუ კულიბალი დაიმატეს. ლონდონელებს რაფინიას და კუნდეს ყიდვაც უნდოდათ, მაგრამ ორივე ფეხბურთელი „ბარსელონაში“ წავიდა.

ბოლო პერიოდში, „ჩელსი“ დაცვის ხაზის გაძლიერებაზე გადაერთო. გაჩნდა ცნობები, რომ ტოდ ბოელს კუკურელას დამატება უნდოდა, რაც საბოლოო ჯამში გამოუვიდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მხარეებს შორის ყველაფერი მოგვარებულია.

„არისტოკრატები“ „ბრაიტონს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდიან. კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი დეტალებიც შეთანხმებულია და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება. ცნობისთვის, კუკურელას შეძენით „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა „ჩელსი“ აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარცხენა მცველი „ბრაიტონს“ 2021 წელს შეუერთდა. დღემდე მარკმა ინგლისური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 38-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მას სპექტაკლის დადგმა შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე
მას სპექტაკლის დადგმა შეუძლია - სპალეტი კვარაცხელიაზე