ლევანდოვსკი ბაიერნიდან წასვლაზე: ჩემზე ბევრი სისულელე და ტყუილი ითქვა
Aa
Aa

ლევანდოვსკი ბაიერნიდან წასვლაზე: ჩემზე ბევრი სისულელე და ტყუილი ითქვა

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნიდან" წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

პოლონელმა კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციაზე, რომ მან გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა „ბაიერნის“ ჰოლანდისადმი ინტერესის შესახებ გაიგო.

„არა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ერლინგთან. მე ვარ ადამიანი, რომელიც ზრუნავს სიმართლეზე, თუნდაც რაღაც არ მაწყობდეს.

არ მინდა ვისაუბრო კონკრეტულად რა მოხდა. ჰოლანდი არაფერ შუაშია. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ის ბაიერნში გადასულიყო.

მაგრამ ზოგი სიმართლეს არ მეუბნება და სხვა რამეს ამბობს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო გულწრფელობა და შესაძლოა ზოგიერთისთვის ეს პრობლემაა. დავინახე და ვიგრძენი, რომ შესაძლოა ახლა სწორედ ბაიერნის დატოვების და ბარსელონაში გადასვლის შესაფერისი დრო იყო.

ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა თანაგუნდელებთან, პერსონალთან, მწვრთნელთან და ეს ყველაფერი მომენატრება, რადგან იქ მშვენიერი დრო გავატარე. და ჩვენ არა მხოლოდ მეგობრები ვიყავით მოედანზე ყოფნისას, არამედ რაღაც უფრო მეტიც. მაგრამ საბოლოოდ ეს თავი დასრულდა და მე ვხსნი ახალ თავს ჩემს ცხოვრებაში და ახალ თავს ჩემს კარიერაში.

ასე რომ, ვგრძნობ, რომ სწორ პოზიციაზე ვარ, სწორ ადგილას. ყველაფერი, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე კვირაში, სანამ ბაიერნი დავტოვებდი, პოლიტიკასთანაც იყო დაკავშირებული. კლუბი ცდილობდა არგუმენტების მოძიებას სხვა გუნდში ჩემი გაყიდვისთვის, რადგან ადრე გულშემატკივრებისთვის ამის ახსნა რთული იყო.

და მომიწია შეგუება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრი სისულელე და ტყუილი ითქვა. მაგრამ ვიცი, რომ ამ პერიოდშიც კი გულშემატკივრები მხარში მედგნენ“,

- განაცხადა ლევანდოვსკიმ ESPN-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახლა უფრო დიდი გავლენა ექნება - ფერგიუსონი მანჩესტერში დაბრუნდა
ახლა უფრო დიდი გავლენა ექნება - ფერგიუსონი მანჩესტერში დაბრუნდა