ჩავი ერნანდესი, უსმან დემბელე
Aa
Aa

ჩავი: ნოემბრის შემდეგ დემბელეს ვერ ვცნობ

ჩავიმ „იუვენტუსთან“ (2-2) მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და გუნდის მდგომარეობა შეაფასა.

„დღეს მოედანზე რიტმულად თამაში გვაკლდა. გარდა ამისა, სიცხესთან და მოედანთან შეგუება გვიწევდა, რომელიც ძალიან მშრალი იყო.

განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მატჩის მსვლელობისას საინტერესო დეტალები შევნიშნე, რაც მაფიქრებინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

დემბელე? მან აჩვენა, რა შეუძლია. ეს განსაკუთრებული მოთამაშეა - მისი მსგავსი ცოტაა. ის ჩვენს თამაშს ბევრ რამეს სძენს. უსმანმა უნდა შექმნას განსხვავება. მსოფლიო ფეხბურთში ყველა მოთამაშეს არ აქვს იმის უნარი, რომ მოედანზე სხვაობა შექმნას, მაგრამ დემბელეს ეს აქვს. ის ჩართულია და აჩვენებს ამას. მას მოუწევს, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანოს და მოგვამარაგოს საგოლე გადაცემებით.

ნოემბრის შემდეგ დემბელეს ვერ ვცნობ. უსმანის ეს ვერსია ძალიან მახარებს“.

- განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ბარსელონამ“ მორიგი ტრანსფერი დახურა. სულ ცოტა ხნის წინ, ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ ჟიულ კუნდე კარიერას ჩავის გუნდში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანი რონალდუზე: ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბაიერნის ფილოსოფიას ვერ მოერგება
კანი რონალდუზე: ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბაიერნის ფილოსოფიას ვერ მოერგება