ბარსელონა
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - კუნდე ბარსელონაში ითამაშებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჟიულ კუნდეს მომავალი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო. ფრანგ ფეხბურთელს ლონდონის „ჩელსის“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ.

როგორც ჩანს, კატალონიურმა გრანდმა „არისტოკრატებს“ კუნდეც წაართვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბები რაფინიასთვისაც იბრძოდნენ და ბრაზილიელმა არჩევანი „ბლაუგრანაზე“ შეაჩერა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა.

მალე ბიუროკრატიული საკითხებიც მოგვარდება და ტრანსფერი გაოფიციალურდება. როგორც რომანო ამბობს, კუნდესთვის გადამწყვეტი ფაქტორი ჩავი ერნანდესი იყო და ბარსა სწორედ ამიტომ აირჩია.

კუნდე „სევილიაში“

23 წლის ფრანგი „სევილიას“ 2019 წელს „ბორდოდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, კუნდემ ანდალუსიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალეს ოპერაცია ჩაუტარდა - ყველაფერი წარმატებით დასრულდა
ალეს ოპერაცია ჩაუტარდა - ყველაფერი წარმატებით დასრულდა