ატლეტიკო, იუვენტუსი, საულ ნიგესი
Aa
Aa

პოგბას ოპერაცია სიჭრდება - იუვე შემცვლელად საულ ნიგესის ვარიანტს განიხილავს

სატრანსფერო ფანჯარაზე ტურინის „იუვენტუსი“ მეტად გააქტიურდა. ტურინელებმა პოლ პოგბა და ანხელ დი მარია დაიმატეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ბიანკონერი“ „ატალანტადან“ ლუის მურიელის დამატებასაც გეგმავს, რადგან გუნდმა ალვარო მორატა ვერ გამოისყიდა.

გუშინ კი „ბებერი ქალბატონისთვის“ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ცნობილი გახდა, რომ პოგბამ მარჯვენა მუხლის მენისკი დაიზიანა და ოპერაცია სჭირდება. ამის გამო ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს.

მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ პოგბას შემცვლელი აუცილებლად სჭირდება. Calciomercato წერს, რომ „იუვენტუსმა“ თვალი საულ ნიგესს დაადგა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარის წესით ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა, თუმცა ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა და უკან დაბრუნდა.

„ბიანკონერის“ ხელმძღვანელობასაც საული იჯარის წესით სურს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიმეონეს ნიგესი არ სჭირდება, თავისუფლად არის შესაძლებელი რომ ახალგაზრდა ესპანელი ტურინულ კლუბში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხი 1 ფეხბურთელისთვის არასდროს დამიბრალებია'' - გეგუჩაძე კუპატაძეზე
„მარცხი 1 ფეხბურთელისთვის არასდროს დამიბრალებია'' - გეგუჩაძე კუპატაძეზე