ჟიულ კუნდე
Aa
Aa

კუნდესთვის ბრძოლა გრძელდება - ბარსელონა დანებებას არ აპირებს

„სევილიას“ უკანახაზელის, ჟიულ კუნდეს საკუთარ რიგებში ხილვა „ბარსელონასა“ და „ჩელსის“ სურთ. ესპანური და ინგლისური კლუბები ანდალუსიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მიზნის მიღწევას ორივე აქტიურად ცდილობს.

„სევილია“ წინასასეზონო ტურნეში მიემგზავრება და კუნდე გუნდთან ერთად არ წავა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ დიდი ალბათობით, ადგილსამყოფელს უახლოეს პერიოდში შეიცვლის. ბოლო დღეებში ფავორიტად „ჩელსი“ მოიაზრებოდა და ვითარება არ შეცვლილა.

AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „სევილიას“ განახლებული წინადადებით მალე მიმართავს. „ბლაუგრანა“ მზადაა, კუნდეს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს და იმედი აქვს, ეს საკმარისი იქნება. პრობლემა ისაა, რომ „ჩელსი“ 65 მილიონ ევროს იხდის და „სევილიასთვის“ „არისტოკრატების“ შეთავაზება უფრო მისაღებია.

შეგახსენებთ, რომ „სევილიას“ კუნდეს გაყიდვა წინასასეზონო მზადების დაწყებამდე სურს, რადგან მისი შემცვლელის პოვნა აუცილებელია და ახალმა ფეხბურთელმა გუნდთან ადაპტაციის გავლა, რაც შეიძლება მალე უნდა მოახერხოს. 23 წლის ფრანგი ესპანურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და უმალ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. 2019 წლიდან დღემდე, კუნდემ „სევილიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს - კოკორინს იტალიის მოქალაქეობის მიღება სურს
რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს - კოკორინს იტალიის მოქალაქეობის მიღება სურს