მანუელ ნოიერი
Aa
Aa

"ეს დაცინვაა! 4 შვილი მყავს" - ტაქსის მძღოლმა ნოიერს დაკარგული საფულე დაუბრუნდა, თუმცა...

რამდენიმე კვირის წინ, კვირა დღეს, ტაქსის მძღოლმა ჰაზირ ს.-მ ნოიერი და მისი მეგობარი მიუნხენის Odeonsplatz-დან ლელის რაიონში მდებარე სახლამდე მიიყვანა. „რეკორდმაისტერის“ მეკარეს ავტომობილში საკუთარი საფულე დაუვარდა.

„მე მაშინვე ვიცანი ნოიერი, მაგრამ არ დავუკავშირდი მას",

- განუცხადა მძღოლმა Bild-ს.

ცვლის ბოლოს ტაქსის მძღოლმა მანქანის გასუფთავების დროს ნოიერის საფულე იპოვა.

„პირადობის მოწმობაში იყო ნოიერის სახელი და მისამართი,”

- თქვა მძღოლმა. გარდა ამისა, საფულეში იყო 800 ევრო ნაღდი ფული, ასევე Visa და Mastercard ბარათები.

შემდეგ ხაზირ ს. წავიდა ქალაქ ტეგერნზეში, რათა აღმოჩენილი საფულე ნოიერის მენეჯერისთვის გადაეცა.

ორი კვირის შემდეგ მძღოლმა ფოსტით „ბაიერნის“ მაისური მიიღო საჩუქრად. ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ხაზირი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, რადგან საფულის დასაბრუნებლად მას მინიმუმ 120 კილომეტრის გავლა მოუწია.

„ეს მხოლოდ დაცინვაა! ოთხი შვილი მყავს. მაისურით ვერაფერს გავაკეთებ“,

- თქვა ტაქსის მძღოლმა.

კანონის თანახმად, ადამიანს, რომელიც იპოვის 500 ევროს ღირებულების ნივთს, უფლება აქვს მიიღოს მისი ფასის 5%. დანარჩენ თანხაზე მპოვნელს შეუძლია მიიღოს 3%. ამრიგად, 500 ევროს 5% არის 25 ევრო. დარჩენილი 300 ევროდან ხაზირს შეეძლო კიდევ 3% - 9 ევრო მიეღო. ჯამში, მძღოლს შეეძლო 34 ევროს მიღება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე „ბაიერნის“ მაისურის ღირებულება. ისინი ჩვეულებრივ 100 ევროზე მეტი ღირს.

თუმცა, Bild-ის ცნობით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ მძღოლმა საფულის დასაბრუნებლად 120 კილომეტრი გაიარა. ეს მოგზაურობა ტაქსის მძღოლს 400 ევრო დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზომ მამარდაშვილს აცნობა, რომ ლა ლიგის მატჩებში ძირითადი მეკარე იქნება
გატუზომ მამარდაშვილს აცნობა, რომ ლა ლიგის მატჩებში ძირითადი მეკარე იქნება