გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

დორტმუნდის წინააღმდეგ - მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია

„ვალენსიამ“ წინასასეზონო მომზადება დაიწყო და პირველ მატჩს „დორტმუნდის ბორუსიას“ წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი იმით იწვევს ინტერესს, რომ „ღამურებს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ჰყავთ.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე საინტერესო გიორგი მამარდაშვილია. გავრცელებულ ინფორმაციით, მომავალ სეზონში იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი ქართველ მეკარეს ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს.

„დორტმუნდთან“ გასამართ ამხანაგურ მატჩში კი ეს ფაქტი დადასტურდა. გატუზომ გიორგი სასტარტო თერთმეტეულში დააყენა და გამოცდილი გერმანული გუნდის წინააღმდეგ „ვალენსიას“ კარს სწორედ ახალგაზრდა ქართველი დაიცავს.

მამარდაშვილი, ტიერი, მუსა, პაულისტა, ჰუგო, გედეში, სოლერი, კასტილეხო, გაია, მარკოს ანდრე, კრისტიანი.

აღნიშნული დაპირისპირება 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები