ბასიანი
Aa
Aa

მაკასარაშვილის ლამაზი გოლი - ბასიანი რეგიონთა თასს დაემშვიდობა

UEFA-ს რეგიონთა თასის A ჯგუფში ყაზახურმა ''კაშკელენმა'' ბაქოში ''ბასიანი'' 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ყაზახურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპი ექვსი ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, საქართველოს წარმომადგენელი ''ბასიანი'' ტურნირს დაემშვიდობა.

ანგარიში მე-7 წუთზე ჩულაგოვმა გახსნა. 30-ე წუთზე კაზიბეკოვმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 57-ე წუთზე მაკასარაშვილმა სხვაობა ლამაზი საჯარიმო დარტყმით შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. 


შეგახსენებთ, სამგუნდიან ჯგუფში ''ბასიანმა'' პირველი შეხვედრა ესტონურ ''ტალინა ზაპოოოსთან'' გამართა და 3:1 დაამარცხა. ამ მატჩში ''ბასიანისთვის'' გოლები ხიდეშელმა, თევზაძემ და ლეპსაიამ გაიტანეს. ''ბასიანისგან'' განსხვავებით ყაზახურმა ''კაშკელენმა'' ორივე მატჩი მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბაქოში მეორე ჯგუფის ორი გუნდია – აზერბაჯანული და ბელარუსული. რეგიონთა თასზე ჩვენი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ამ ორი ჯგუფის გამარჯვებულების ფინალი გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედმა ვალენსიას მამარდაშვილის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართა
მანჩესტერ იუნაიტედმა ვალენსიას მამარდაშვილის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ მიმართა