მანჩესტერ იუნაიტედი, პოლ პოგბა
Aa
Aa

5 არაფრის მომცემი სეზონი - ყველაზე ცუდი ტრანსფერი იუნაიტედის ისტორიაში

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ფრანგი ფეხბურთელის პრემიერ ლიგაში გადასვლის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ თქვა:

„პოგბას გაყიდვა „იუვენტუსის“ ფინანსური მდგომარეობისთვის საუკეთესო გარიგებაა..“

ახლა იგივეს „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები ამბობენ, როცა პოლმა კლუბი დატოვა. ქომაგები თვლიან, რომ საუკეთესო რამ მოხდა.

წრიულობა არის სიტყვა, რომელიც პოგბას საუკეთესოდ ახასიათებს. ფრანგმა ფეხბურთელმა პირველ სეზონში „იუნაიტედს“ 2 ტიტული მოაგებინა. მომდევნო სეზონში თამაშის ხარისხს უკლო, ხოლო შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან იჩხუბა და ფაქტობრივად გარდაიცვალა..

სულშერის დანიშვნის შემდეგ, თითქოს პოლი აღორძინდა, მაგრამ მალევე გაფუჭდა. პოგბა დეპრესიაში ჩავარდა, ხოლო მისმა ყოფილმა აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ პოლი მანჩესტერში ბედნიერი არ არის. ეს ყველაფერი კი ჩემპიონთა ლიგაზე „ლაიპციგთან“ გადამწყვეტი მატჩის წინა დღეს მოხდა.

ყველაფერი ახლიდან დაიწყო. პრემიერ ლიგის გასული სეზონის პირველ ოთხ ტურში 29 წლის ნახევარმცველმა 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემდგომის დადგომასთან ერთად პოგბა ნელ-ნელა გაქრა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში მთლიანად გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ტრავმა აქვს და დაბრუნების თარიღი უცნობია.

რამდენიმე წლის წინ, ჟოზე მოურინიომ პოლს „ვირუსი“ უწოდა. თავდაპირველად სულშერი საკუთარი ფეხბურთელის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ყელში ამოუვიდა და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ მაღლა ვერავინ დადგებოდა. ეს მხოლოდ პოგბას არ ეხებოდა, თუმცა ამ სიტყვების ადრესატის ვინაობა ნათელი იყო.

ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონმა „იუნაიტედში“ 5 სეზონი გაატარა. 5 არაფრის მომცემი სეზონი. ზუსტად ამდენი ხანი თამაშობდა კანტონა „წითელ ეშმაკებში“. „ოლდ ტრაფორდზე“ ერიკი მხოლოდ თავისი ხასიათის გამო არ დაუმახსოვრებიათ. ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერს“ პრემიერ ლიგის 4-ჯერ მოგებაში დაეხმარა.

ათწლეულების შემდეგაც კი კანტონა „იუნაიტედის“ გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია.. ვის ემახსოვრება პოგბა მაგალითად 2040 წელს? არავის.. რა შეიძლება პოლის მანჩესტერული კარიერიდან გავიხსენოთ?

2018 წლის აპრილი, მანჩესტერული დერბი - პოლმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანა. ასევე 2017 წლის ევროპის ლიგის ფინალი, სადაც მან ანგარიში გახსნა.. სხვა? არც არაფერი..

მაგრამ იცით? არის ერთი რამ, რის გამოც 29 წლის ფრანგი ქომაგებს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ. პოგბა „იუნაიტედის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მხოლოდ ეს გამოარჩევს მას სხვა ფეხბურთელებისგან.

პოგბა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. თმა, მოდის ვიდეოები, ცეკვა, პალესტინის დროშა „ოლდ ტრაფორდზე“, დუბაიში რეკონსტრუქცია და მრავალი სხვა.. მაგრამ პოლის იმიჯი არასოდეს ემთხვეოდა მის ქმედებებს - როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

წრე დაიხურა. პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, ის უკან ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნდება და ისევ ილაპარაკებს მასზე მასიმილიანო ალეგრი..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ
„გაიღიმე.. ითამაშე ბედნიერმა და ითამაშე თავისუფლად.." - მე რონალდინიო ვარ