ბათუმმა გენუას, კრაკოვსა და ბაზელს აჯობა - 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში
Aa
Aa

ბათუმმა გენუას, კრაკოვსა და ბაზელს აჯობა - 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობაც გაირკვა. ჩვენთვის სასიხარულო ისაა, რომ საქართველომ ყველა კონკურენტს აჯობა და ამ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს.

23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მაისში გაიმართება და მასპინძელი ქალაქი ბათუმი იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფედერაციამ სერიოზულ კონკურენციაში გაიმარჯვა და ბათუმმა შვეიცარიულ ბაზელს, პოლონურ კრაკოვსა და იტალიურ გენუას აჯობა.

ცნობისთვის, 17-22 ივნისს ანტალიაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და მედლებისთვის რამდენიმე ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.

17 ივნისი. 10:00 რაპირა ქალები. ნუცა იაგორაშვილი

17 ივნისი. 14:00 ხმალი კაცები. სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, მიხაილ ალფაიძე 18 ივნისი. 10:00 დაშნა ქალები. არინა კორნეევა, ტამილა მურიდოვა, ვალერია დვინინა

18 ივნისი. 13:00 რაპირა კაცები. ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი, პაველ ბორონტოვი

19 ივნისი. 10:00 დაშნა კაცები. გიორგი ჯავახიშვილი

19 ივნისი. 14:00 ხმალი ქალები. ლიკა ჯიჯეიშვილი, თეოდორა კახიანი-მეკლინგი

20 ივნისი. 10:00 ხმალი კაცები. გუნდური: საქართველო

21 ივნისი. 10:00 დაშნა ქალები. გუნდური: საქართველო

21 ივნისი. 10:00 რაპირა კაცები. გუნდური: საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზეზი უცნობია - კრივის ფედერაცია დაფინანსების გარეშე დარჩა
მიზეზი უცნობია - კრივის ფედერაცია დაფინანსების გარეშე დარჩა