უეფა
Aa
Aa

უეფა-ს ინიციატივა - ახალი ოთხთა ტურნირი ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე

ესპანური გამოცემა MARCA საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, უეფა ახალი ტურნირის დაარსებას გეგმავს, რომელიც სტარტს 2024 წლიდან აიღებს. 2024 წელს ჩემპიონთა ლიგას ახალი ფორმატით ვიხილავთ, ხოლო უეფა-ს ახალი ტურნირი ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ჩატარდება.

MARCA-ს ცნობით, ახალ ტურნირში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს. ერთ-ერთი აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იქნება, ხოლო სხვა სამი მონაწილე გუნდის შერჩევის პრინციპი ჯერჯერობით უცნობია. უეფა ამ ყველაფრის ჩატარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავს.

ევროპის სუპერ თასი არ გაუქმდება, თუმცა იქ მონაწილეობას 2024 წლიდან ევროპის და კონფერენს ლიგის გამარჯვებულები მიიღებენ. უეფა-ს განზრახული ჰქონდა, რომ ახალ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებს ეთამაშა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

გამოცემა L’equipe დანარჩენი სამი გუნდის შერჩევის პრინციპზე წერს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯერჯერობით ეს დაზუსტებული არ არის, თუმცა ფრანგული გამოცემა ვარაუდობს, რომ უპირატესობა გუნდებს რეიტინგის მიხედვით მიენიჭება ან ალექსანდრ ჩეფერინი თავად გადაწყვეტს, თუ ვინ იმსახურებს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღებას. დროის გასვლასთან ერთად, ყველაფერი უფრო ნათელი და მკაფიო გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"არაფერი გინანია.. ეს არის ის, ვინც ხარ.. შენ არსებობ.." - მე ჯანლუიჯი ბუფონი ვარ
"არაფერი გინანია.. ეს არის ის, ვინც ხარ.. შენ არსებობ.." - მე ჯანლუიჯი ბუფონი ვარ