ერთა ლიგა, ლუკა მოდრიჩი, საფრანგეთის ნაკრები, ხორვატიის ნაკრები
Aa
Aa

მოდრიჩი: 10 დღეში 4 თამაშის გამართვა არაადამიანურია

გუშინ, ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფის მე-4 ტურში ხორვატიის ნაკრები სტუმრად საფრანგეთს შეხვდა და ლუკა მოდრიჩის გოლით მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება არაადამიანურია.

რა თქვა მოდრიჩმა:

ეროვნული ნაკრებისთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, იქნება ეს ამხანაგური, თუ ერთა ლიგის მატჩი.

პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეს თამაშები როდის ჩატარდება. ასეთი დამღლელი სეზონის შემდეგ 10 დღეში კიდევ 4 თამაშის ჩატარება უბრალოდ არანორმალური და არაადამიანურია. მაგრამ როდესაც ამ ფორმას იცვამ, მაშინ მაქსიმუმიც უნდა აჩვენო.

4 თამაშში 7 ქულა ავიღეთ და ამისთვის ძალები სრულად გავეცით. მართალია, პირველი მატჩი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ და მომდევნო სამ შეხვედრაში 7 ქულის მოპოვება შევძელით.

ცნობითვის, ერთა ლიგის A დივიზონის პირველ ჯგუფში ლიდერი 9 ქულით დანიის ნაკრებია, მეორე პოზიციაზე 7 ქულით ხორვატია იმყოფება, მესამეზე 4 ქულით ავსტრიაა, ბოლო ადგილს კი 2 ქულით საფრანგეთის ნაკრები იკავებს.

საფრანგეთი 0:1 ხორვატია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„4 თამაშში 10 ქულა ცუდი არაა, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ - კვარაცხელია
„4 თამაშში 10 ქულა ცუდი არაა, მაგრამ საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ - კვარაცხელია